Sunday, November 17, 2013

მერვე მოდული

ვმუშაობთ ბლოგის დახვეწაზე. ეს პროექტი რომ არა ამდენს ბლოგზე ალბათ არ ვიმუშავებდი.სხვის ბლოგს როცა უყურებ ადვილი გგონია,მაგრამ გარკვეულ ცოდნას და პრაქტიკას მოითხოვს მასზე მუშაობა.კარგია, ბევრი რამ ვისწავლე.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,გვანცას დაუღალავი და დაუზარელი შრომისათვის! თბილი და პოზიტიური ატმოსფეროსთვის მეცადინეობებზე! მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,მივეცით კონსტრუქციული მითითებები. რამდენი ნიჭიერი,მოტივირებული პედაგოგი გვყოლია! ინტელის ეს კურსი მართლაც მრავლისმომცველი და საინტერესოა.მისი პრაქტიკაში გამოყენება უფრო დააინტერესებს და მოტივირებულს გახდის ჩვენს მოსწავლეებს.

მეორე მოდული

ძალიან მნიშვნელოვანი,მრავლისმომცველი მოდული იყო.ვრცელი ინფორმაცია, ძალიან საინტერესო და საჭირო. როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სწავლის პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები? შევეხეთ ზოგად,თემატურ,შინაარსობრივ კითხვებს.ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორად მოფიქრება.ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს რესურსებში მოცემული მასალები.მაგალითად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.ვმუშაობთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.გეგმაზე მუშაობისთვის ვიყენებთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დროში გაწერილი სამუშაო გეგმა.უამრავი ინფორმაცია,მასალები,ახალი სიტყვები,მაგრამ ტრენერი ძალიან ენერგიულად დაწვრილებით გვიხსნის ყველაფერს.ყოჩაღ გვანცა! ვამზადებთ პროექტის პრეზენტაციას.განვიხილეთ რამოდენიმე ნიმუში. ძალიან საინტერესოა და შრომატევადი!

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე მოდული

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ჩვენ ხომ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხორობთ. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანია ტექნოგიების გამოყენებით ვასწავლოთ მომავალ თაობას.ეს მოდული დამეხმარა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი ამაში. მთავარი კითხვაა: როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობის და სწავლის შესაფესების მიზნით ? ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს კარგი,გააზრებული კითხვები დავუსვათ,რათა მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრონ შინაარსი,კომპლექსურად იაზროვნონ და სხარტი პასუხებიც გაგვცენ. მასწავლებელი უსმენს და აკვირდება მოსწავლის მუშაობას,რათა გამოიმუშაოს ისეთი მექანიზმები,რომელიც მოსწავლეს ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური სტანდარტების მიღწევაში. გავეცანით ფასილიტაციის რესურსებს. ამ ეტაპზე დავხვეწეთ ჩვენი პროექტის გეგმები.ვისწავლეთ ატვირთვა სლაიდ შოუს გამოყენებით. ბმულების ჩამატება გეგმაში.

Friday, November 15, 2013

მეექვსე მოდული

 
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება,სწორად შექმნილი შეფასების გეგმა,რათა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით გათვალისწინებულ დონეს.
განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები,არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებენ.ტექნოგიების გამოყენებამ შესაძლებელია გარკვეულწილად ხელი შეგვიწყოს დიფერეცირებული სწავლების საქმეში.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს ჰქონდეს თვითრეგულირების უნარი.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. თვითრეგულირების უნარის გამომუშავებაში მოსწავლეს ეხმარება განმავითარებელი შეფასება,რომელსაც მასწავლებელი აწვდის პროექტზე მუშაობის განმავლობაში. განმავითარებელი შეფასება ეფექტურია,როცა მოსწავლემ ზუსტად იცის რა უნდა ისწავლოს, როცა რეგულარულად იღებს უკუკავშირს თავის პროგრესზე,  მიმართავს თვითსეფასებას და მასწავლებლისაგან ღებულობს საფეხურებრივ ინსტრუქციებს. მასწავლებელი უნდა მიმართავდეს ისეთ ხერხებს,რომელიც მოსწავლეს რთული დავალების შესრულებაში დაეხმარება.

Saturday, November 9, 2013

მეხუთე მოდული

დღე 6

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები  რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურად ებმებიან შეფასების პროცესში რუბრიკების , ჩეკლისტების გამოყენებით,მოსწავლეები ისახავენ მიზნებს,დავალებებს.საზღვრავენ თუ რა ცოდნა უნდა მიიღონ.ამყარებენ უკუკავშირს თანატოლებთან.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა ნაშრომების გაზიარება.ჯგუფის წევრებმა უკუკავშირის მეშვეობით შეაფასეს ერთმანეთის- მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები.გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და 21 საუკუნის უნარ ჩვევებს.ჩავინიშნეთ შენიშვნები.

 

დღე 1

პირველი მოდული

გავეცანით ინტელს.უაღრესად საინტერესო,ტექნოლოგიებით მდიდარი,21 საუკუნის უნარებით გაჯერებული.
კარგია,რომ ჩვენც მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ინტელს და შეძლებისდაგვარად ჩავერთვებით ამ პროცესში.ძალიან აქტუალურია განუვითაროთ ბავშვებს მაღალი დონის სააზროვნო და 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. ყველაფერი კი ჩვენით იწყება.ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის,რომ მომავალი თაობა მომზადებული შეხვდეს ამ ძალიან სწრაფად ცვლად სამყაროს. 
შევქმენით პორტფოლიო და საქაღალდეები მოდულის მასალების შესანახად.

Sunday, November 3, 2013

დღე 5 -მესამე მოდული

ეს მოდული დამეხმარა გავრკვეულიყავი ინტერნეტ რესურსების კვლევაში.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ,ძალიან გამოსადეგია თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე.გავეცანით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მეთოდებს.
ვისაუბრეთ რომელი უფრო სასარგებლოა მოსწავლესთან სასწავლო კავშირის დასამყარებლად.ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა.



მეოთხე  მოდული

ვისაუბრეთ მოსწავლის სავაურადო ნაშრომის შექმნაზე.გავეცანით პრეზენტაციის შექმნის მეთოდებს. განვიხილეთ  მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვის და განვითარების მოთხოვნები.