Friday, November 15, 2013

მეექვსე მოდული

 
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება,სწორად შექმნილი შეფასების გეგმა,რათა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით გათვალისწინებულ დონეს.
განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები,არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებენ.ტექნოგიების გამოყენებამ შესაძლებელია გარკვეულწილად ხელი შეგვიწყოს დიფერეცირებული სწავლების საქმეში.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს ჰქონდეს თვითრეგულირების უნარი.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. თვითრეგულირების უნარის გამომუშავებაში მოსწავლეს ეხმარება განმავითარებელი შეფასება,რომელსაც მასწავლებელი აწვდის პროექტზე მუშაობის განმავლობაში. განმავითარებელი შეფასება ეფექტურია,როცა მოსწავლემ ზუსტად იცის რა უნდა ისწავლოს, როცა რეგულარულად იღებს უკუკავშირს თავის პროგრესზე,  მიმართავს თვითსეფასებას და მასწავლებლისაგან ღებულობს საფეხურებრივ ინსტრუქციებს. მასწავლებელი უნდა მიმართავდეს ისეთ ხერხებს,რომელიც მოსწავლეს რთული დავალების შესრულებაში დაეხმარება.

No comments:

Post a Comment