Sunday, November 17, 2013

მეორე მოდული

ძალიან მნიშვნელოვანი,მრავლისმომცველი მოდული იყო.ვრცელი ინფორმაცია, ძალიან საინტერესო და საჭირო. როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სწავლის პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები? შევეხეთ ზოგად,თემატურ,შინაარსობრივ კითხვებს.ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორად მოფიქრება.ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს რესურსებში მოცემული მასალები.მაგალითად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.ვმუშაობთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.გეგმაზე მუშაობისთვის ვიყენებთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დროში გაწერილი სამუშაო გეგმა.უამრავი ინფორმაცია,მასალები,ახალი სიტყვები,მაგრამ ტრენერი ძალიან ენერგიულად დაწვრილებით გვიხსნის ყველაფერს.ყოჩაღ გვანცა! ვამზადებთ პროექტის პრეზენტაციას.განვიხილეთ რამოდენიმე ნიმუში. ძალიან საინტერესოა და შრომატევადი!

No comments:

Post a Comment