დღე 6
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურად ებმებიან შეფასების პროცესში რუბრიკების , ჩეკლისტების გამოყენებით,მოსწავლეები ისახავენ მიზნებს,დავალებებს.საზღვრავენ თუ რა ცოდნა უნდა მიიღონ.ამყარებენ უკუკავშირს თანატოლებთან.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა ნაშრომების გაზიარება.ჯგუფის წევრებმა უკუკავშირის მეშვეობით შეაფასეს ერთმანეთის- მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები.გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და 21 საუკუნის უნარ ჩვევებს.ჩავინიშნეთ შენიშვნები.
დღე 1
პირველი მოდული
გავეცანით ინტელს.უაღრესად საინტერესო,ტექნოლოგიებით მდიდარი,21 საუკუნის უნარებით გაჯერებული.კარგია,რომ ჩვენც მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ინტელს და შეძლებისდაგვარად ჩავერთვებით ამ პროცესში.ძალიან აქტუალურია განუვითაროთ ბავშვებს მაღალი დონის სააზროვნო და 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. ყველაფერი კი ჩვენით იწყება.ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის,რომ მომავალი თაობა მომზადებული შეხვდეს ამ ძალიან სწრაფად ცვლად სამყაროს.
შევქმენით პორტფოლიო და საქაღალდეები მოდულის მასალების შესანახად.
No comments:
Post a Comment